სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლოში მათ მიმართ არსებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობდნენ.
იმის მიუხედავად, რომ მირზა სუბელიანი სასამართლოს შენობაში იმყოფებოდა, დღევანდელ პროცესს არ დაესწრო.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.
პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი კი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.