საპარლამენტო უმრავლესობამ  არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია დაარეგისტრირა
საპარლამენტო უმრავლესობამ  არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია დაარეგისტრირა

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას მოითხოვს.

რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

პარლამენტი რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე” – მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს.