ირაკლი კობახიძე - არჩილ ტატუნაშვილი იყო ნამდვილი გმირი, რომელიც სრულიად საქართველოს დააკლდა
ირაკლი კობახიძე - არჩილ ტატუნაშვილი იყო ნამდვილი გმირი, რომელიც სრულიად საქართველოს დააკლდა

არჩილ ტატუნაშვილი იყო ნამდვილი გმირი, რომელიც არა მარტო თავის ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს დააკლდა,  – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ტატუნაშვილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ტატუნაშვილი ქვეყნის ღირსებას არაერთ ფრონტზე იცავდა.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. არჩილ ტატუნაშვილი იცავდა საქართველოს ღირსებას სხვადასხვა ფრონტზე, მათ შორის ავღანეთში, მათ შორის ერაყში და ის იყო ნამდვილი გმირი, რომელიც დააკლდა არა მარტო მის ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი მისი ოჯახის და სრულიად საქართველოს მიმართ“,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სხდომა, რომელზეც ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუცია უნდა მიიღონ, წუთიერი დუმილით დაიწყო.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გუშინ გადმოასვენეს.