სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის და აცხადებს, რომ შსს-ს მიერ იარაღების ამოღება დადგმული სპექტაკლია
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ჭანტურიასთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ეს დღეს მოხდება.
ჭანტურიასთან ჯერ არც მისი ინტერესების დამცველები მისულან.
ბრალდებულის დის, მარიამ ჭანტურიას ინფორმაციით, ამოღებული იარაღები მის ძმას სამართალდამცველებმა ჩაუდეს.
„შსს-ს განცხადება ჩემთვის სასაცილო იყო. რეალურად საქმეში რაიმე მტკიცებულებები რომ იყოს, დამიჯერეთ, იარაღი ამ სახლში არ იქნებოდა. ეს არის დადგმული სპექტაკლი და მტკიცებულებების გადმოცემაც ამიტომ გვიანდებოდა. აქ ვცხოვრობ და ჯერ არ მინახავს ეს იარაღი. ამ 8 თვეში ჩემი ძმა არ შემოზიდავდა“,-აცხადებს მარიამ ჭანტურია.
გენერალი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს, სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტი გახსნილია და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – გიორგი ჭანტურია.