ევროპის ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ორი ძიუდოისტი იასპარეზებს – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და მარიამ ჭანტურია(70კგ). 

ლაშა შავდათუაშვილი ტურნირში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე კი მოლდოველპეტრუ პელივანისა და პოლონელ ვიქტორ მროვჩისნიკს შორის გამარჯვებული იქნება.

მარიამ ჭანტურია ასპარეზობას 1/8 ფინალიდან დაიწყებს და იგი ნიდერლანდელ კიმ პოლინგემს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.