ვაჟა მარგველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს ლისაბონში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ხუთი ძიუდოისტი გამოვიდა.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ტურნირზე კარგად იასპარეზა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი იტალიელ ძიუდოისტთან, მანუელ ლომბარდოსან სუფთა გამარჯვებით დამარცხდა.

 

მარგველაშვილის გზა ფინალამდე

 

ეთერ ლიპარტელიანმა რეპეშაჟში ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და მესამე ადგილისთვის კოსოვოელ ნორა ჯაკოვას დაუპირისპირდა. თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და ბრინჯაოს მედალი ვერ მოიპოვა.

 

თემურ ნოზაძე (60), ტეტიანა ლევიცკა-შუკვანინი (52) და მარიამ ჯანაშვილი (52) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ გთავაზობთ.