ძიუდო | საბაშვილი, გიგაური და ომანაძე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საბა საბაშვილი (66 კგ) ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელ სიმხაევთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ტურნირის ფინალურ ბლოკში ასევე ვიხილავთ ლუკა ომანაძეს (60 კგ) და თორნიკე გიგაურს (66 კგ), რომლებმაც რეპეშაჟში გაიმარჯვეს და მესამე ადგილისთვის იჭიდავებენ.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები სამ წონით კატეგორიაში – 66, 90 და 100 კგ-ში – ორ-ორი ძიუდოისტით იასპარეზებს, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება.