კალათბურთი | საბერძნეთის ნაკრებში ვასილის სპანულისმა ევროლიგის კალათბურთელებიც გამოიძახა #1TVSPORT
26 ნოემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთს ათენში ეთამაშება. მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილის სპანულისმა ნაკრების შეადგენლობა დაასახელა, რომელშიც ევროლიგის კალათბურთელებიც არიან. მათ შორისაა ორი ნატურალიზებული კალათბურთელი – ტაილერ დორსი და ელაიჯა მიტრუ-ლონგია.
საბერძნეთის ნაკრები:
აფანასიოს ბაზინასი, ნიკ კალატესი, ტაილერ დორსი, დიმიტრის ფლიონისი, პანაიოტის კალაიძაკისი, დიმიტრის კაციველისი, იანულის ლარენცაკისი, მიხალის ლუნცისი, ელაიჯა მიტრუ-ლონგი, დიმიტრის მორაიტისი, ომიროს ნეციპოგლუ, ალექსანდროს ნიკოლაიდისი, ნიკოს პლოტასი, ვასილის ტოლიოპულოსი, ტანასის ანტეტოკუნმპო, ნიკოს ჩუკასი, დინოს მიტოგლუ, კოსტას პაპანიკოლაუ, ნიკოს პერსიდისი, ნიკოს ტულიატოსი, კოსტას ანტეტოკუნმპო, მანოს ხაციდაკისი, დიმიტრის კაკლამანაკისი, ანტონის კარაგიანიდისი.