ძიუდო | გიგაური და ომანაძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ #1TVSPORT
ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა ომანაძემ (60 კგ) და თორნიკე გიგაურმა ( 66 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ფინალურ ბლოკში გიგაურმა თანამემამულე საბა საბაშვილი დაამარცხა, ომანაძემ კი ეგვიპტელ საბრახს სძლია.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე საქართველოს ვაჟთა ნაკრები სამ წონით კატეგორიაში – 66, 90 და 100 კგ-ში, ორ-ორი ძიუდოისტით ასპარეზობს, ხოლო +100 კგ წონით კატეგორიაში წარმომადგენელი არ გვეყოლება.