ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ორმა ძიუდოისტმა იასპარეზა – ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70კგ). სამწუხაროდ, ორივე მათგანი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ტურნირს და კონტინენტის პირველობის მეორე დღე ჩვენი ნაკრებისთვის უიღბლო აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. დღეს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.