ძიუდო | პორტუგალიის გრანპრიზე ეთერ ასკილაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ძიუდო | პორტუგალიის გრანპრიზე ეთერ ასკილაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე მეორე საშეჯიბრო დღეს ეთერ ასკილაშვილი (63 კგ) და მარიამ ჭანტურია (70 კგ) ასპარეზობდნენ. ასკილაშვილმა სამი შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ რენშალთან დამარცხდა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მეორე ქართველი მარიამ ჭანტურია შეჯიბრს პირველივე დაპირისპირების შემდეგ გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან მხოლოდ ქალი ძიუდოისტები გამოდიან. მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი პორტუგალიის გრანპრიზე მედლის მოსაპოვებლად ხვალ, 28 იანვარს იასპარეზებს.

2023 წელს ოდიველასში საქართველოს კაცთა ნაკრებმა ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა – ტურნირის გამარჯვებული ილია სულამანიძე (100 კგ) გახდა, ხოლო საბა ინანეიშვილმა (+100 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.