ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბექა ღვინიაშვილი და მარიამ ჭანტურია იასპარეზებენ #1TVSPORT
ძიუდო | მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ბექა ღვინიაშვილი და მარიამ ჭანტურია იასპარეზებენ #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში მეხუთე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი იასპარეზებს. ტატამზე გამოვლენ კაცები 90 კგ წონით კატეგორიაში და ქალები 70 კგ-ში.

90 კგ-ში საქართველოს ნაკრების სახელით ბექა ღვინიაშვილი იჭიდავებს. იგი B ბადეშია და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს. მისი მეტოქე კი ტაჯიკ ჯანხონგირ მაჯიდოვსა და შვეიცარიელ ჩირილ გროსკლაუსს შორის გამარჯვებული იქნება.

70 კგ. წონით კატეგორიაში ქალთა შორის მედლისთვის მარიამ ჭანტურია იბრძოლებს. ქართველი სპორტსმენი განუთესავია და მისი პირველი მეტოქე გაბონელი კარენე აგონო ვორა იქნება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ,რომ ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ საქართველოს ყულაბაში ერთი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. ჩვენი გუნდი მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს.