ლაშა შავდათუაშვილი - მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა და ბედნიერი ვარ, რომ ბუდაპეშტში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერე [ვიდეო] #1TVSPORT

ოლიმპიადისა და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 8 ივნისს ფინალში მან შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა. ლაშა გახდა პირველი სპორტსმენი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ვისაც კარიერის განმავლობაში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მთავარი დიქტორი გიორგი ჭანიშვილია, რომელმაც შეჯიბრების დასრულების შემდეგ ლაშასთან მცირე ინტერვიუც ჩაწერა და რამდენიმე ექსკლუზიური კადრიც მოგვაწოდა.

მსოფლიოს ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მიღება საქართველოს მიულოცა, ილაპარაკა ამ გამარჯვებაზეც და ტოკიოს ოლიმპიადაზეც:

„ჩემთვის ძიუდოს ბევრი დადებითი ემოცია მოაქვს. მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა და მიხარია, რომ ბუდაპეშტში საქართველოს დროშა აღიმართა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი აჟღერდა“.