საბა ლაზიშვილი ორგანიზაცია RAF-ში მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს გამართავს #1TVSPORT

00:15, 17.11.2026

ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი RAF-ის (Real American Freestyle) ეგიდით მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს გამართავს. ამის შესახებ ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად განაცხადა.

ლაზიშვილის მეტოქე UFC-ის ყოფილი მებრძოლების, სერხიო პეტისისა და კოდი გარბრანდტის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება. მათი შეხვედრა RAF 15-ის ღონისძიებაზე გაიმართება.

ქართველი სპორტსმენის მეორე ბრძოლას RAF 16-ის ღონისძიება უმასპინძლებს, რომელიც 19 დეკემბერს, აშშ-ში, ლონგ-აილენდზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საბა ლაზიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 14 ნოემბერს გამართა და UFC-ის ლეგენდა იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილმა ფეიბერთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მიიღო, თუმცა გამოცდილ მეტოქეს მაინც აჯობა და ორგანიზაციაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა.

მსგავსი