NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო #1TVSPORT

08:10, 16.11.2026

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ერთმანეთის  მიყოლებით მერვე მატჩი მოიგო „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი „ფინიქს სანსს“ ესტუმრა და 131:123 სძლია.

კალიფორნიელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მთელი მატჩი სტაბილურად ჩაატარეს, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ლუკა დონჩიჩს. სლოვენიელმა უკანახაზელმა 43 ქულა და 9 პასი მოაგროვა.

ზედიზედ ორ მატჩში ჩაგდებული 5-5 სამქულიანის შემდეგ მამუკელაშვილმა პერიმეტრიდან ქულების მოგროვება ვერ შეძლო – 4 სამქულიანი მიზანს აუცდა. მისი სტატისტიკა ასეთი იყო:

21 წუთი, 4 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი,  1 ჩაჭრა.

„ლეიკერსი“ 14 მატჩში 12 მოგებით დასავლეთის კონფერენციის ლიდერობას „სან ანტონიოსთან“ იყოფს. მამუს გუნდს მომდევნო მატჩი შინ ელის – 18 ნოემბერს „ნიუ ორლეანსთან“.

მსგავსი