ძიუდო | ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ძიუდო | ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი თურქეთის სახელით გამომსვლელ ქართველთან, ვედატ ალბაირაკთან (გიორგი რევაზიშვილი) ვაზარით დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი მედალი მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ 23 წლის გრიგალაშვილი ევროპისა და მსოფლიოს პირველობების ორგზის გამარჯვებულია.

ფინალურ ბლოკში მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა შავდათუაშვილსაც (73 კგ), მაგრამ იგი ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კოსოვოელ აკილ ჯაკოვასთან იპონით დამარცხდა.

დღეს გამომსვლელი კიდევ ოთხი სპორტსმენი – გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე 70კგ) ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა.

2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.