სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
არსებული ინფორმაციით, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს.
სავარაუდოდ, მათი დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.
სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.