ბორჯომის „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლევან ლიპარტია აირჩიეს

17:01, 15.04.2018

ბორჯომის „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს – თანამდებობაზე ბორჯომის მერი, ლევან ლიპარტია აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე ბორჯომის საოლქო ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარესთან ერთად ბიუროს წევრები და დელეგატები აირჩიეს.

რაიონულ ორგანიზაციას აქამდე ყოფილი გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ რეგიონული ყრილობა ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ჩატარდა.

მსგავსი