ბორჯომის მერი - მზად ვარ უარი ვთქვა მომატებულ ხელფასზე
ბორჯომის მერი - მზად ვარ უარი ვთქვა მომატებულ ხელფასზე

ბორჯომში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულებულია.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ განაცხადა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას.

“ჩვენ ვითხოვთ ერთ რამეს, რომ ჩაინიშნოს საკრებულოს ხელახალი სხდომა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ყველა ის საკითხი, რაზეც პრობლემები არსებობს. ეს ერთი მოთხოვნა გვაქვს. უარს ვამბობ ჩემს სახელფასო დანამატზე, მაგრამ მოვითხოვ, რომ რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს. საკრებულოს წინა სხდომაზე ჩემი ხელფასი იყო ჩაგზავნილი იგივე, რაც ამ წუთში არის, მომატების გარეშე. თუმცა არ განხილულა მაინც”, – განაცხადა ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ.