ირაკლი კობახიძე ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს
ირაკლი კობახიძე ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბორჯომის მერობის კანდიდატ ლევან ლიპარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში წარმატებას უსურვებს და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებაა და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში.

„დღეს ჩამოვედით იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს კანდიდატს ბორჯომის მუნიცილაპიტეტის მერის პოსტზე ლევან ლიპარტიას. მისი არჩევით ის უამრავი პროექტი უნდა გაგრძელდეს, რომელიც ბორჯომში ხორციელდება. ზოგადად, ქვეყანაში ძალიან ბევრი რამ კეთდება, რასაც ჩვენი მოსახლეობა ხედავს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  დამაჯერებელი გამარჯვება კიდევ ერთხელ მოვიპოვეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლიპარტიამ „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. კანდიდატმა მოსახლეობას მიმართა, რომ მეორე ტურში აქტიური მონაწილეობა მიიღონ, რადგან 4 წლის განმავლობაში უკეთესმა მომავალმა გაიმარჯვოს.

ბორჯომის მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.