სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

20:19, 28.02.2020

არსებული ინფორმაციით, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი დააკავეს.

სავარაუდოდ, მათი დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

მსგავსი