საფრანგეთში მაღაზიაზე თავდასხმის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, ორი პირია დაღუპული
საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ტრებესში თავდასხმის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრიც გაემგზავრა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ ტრებესში შეიარაღებული პირი მაღაზიაშია შეჭრილი და მძევლები ჰყავს აყვანილი.
ჯერ უცნობია, მარტო მოქმედებს თუ არა თავდამსხმელი. თვითმხილველების ინფორმაციით ის, მაღაზიაში შესვლამდე „ალაჰ აკბარს“ სკანდირებდა.