საფრანგეთში თავდამსხმელმა მაღაზიაში მძევლები აიყვანა, მიმდინარეობს სპეცოპერაცია

15:11, 23.03.2018

საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ ტრებესში შეიარაღებული პირი მაღაზიაშია შეჭრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა. ასევე, დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი და თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი.

პოლიცია ადასტურებს, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სამართლადამცველების ინფორმაციით, შეიარაღებული თავდამსხმელი ამბობს , რომ ის ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრია.

 

მსგავსი