ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი მაღაზიაში შეჭრამდე ყვიროდა, რომ „ეს არის შურისძიება სირიის გამო“
ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი მაღაზიაში შეჭრამდე ყვიროდა, რომ „ეს არის შურისძიება სირიის გამო“

ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ტრებესში მძევლები აიყვანა, მაღაზიაში შეჭრამდე ხმამაღლა ყვიროდა, რომ ყველას დახოცავდა – „ალაჰ აკბარ, ყველას დაგხოცავთ, ეს არის შურისძიება სირიის გამო“.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპული მაღაზიის თანამშრომელია, ხოლო დაჭრილი პოლიციელი.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მძევალი უკვე გათავისუფლებულია და თავდამსხმელი შენობაში ერთ პირთან ერთად იმყოფება. მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 30 წლამდე ასაკისაა და ერთ-ერთი ვერსიით, ის საფრანგეთში სირიიდან ჩავიდა.