ქალაქ ტრებესში გუშინდელი ტერაქტისას დაჭრილი ფრანგი სამართალდამცველი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ქალაქ ტრებესში გუშინდელი ტერაქტისას დაჭრილი ფრანგი სამართალდამცველი საავადმყოფოში გარდაიცვალა

საფრანგეთის პოლიციის ოფიცერი, რომელსაც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გმირი უწოდა, საავადმყოფოში დაიღუპა. მას მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

45 წლის არნო ბელტრამმა რადიკალ ისლამისტს, რომელსაც საფრანგეთის ქალაქ ტრებესში მდებარე მაღაზიაში გუშინ მძევლები ჰყავდა აყვანილი, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, მძევლად საკუთარი თავი შესთავაზა. იგი სპეცოპერაციის დროს, ორმხრივ სროლაში დაიჭრა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა – „იგი სამშობლოსთვის დაიღუპა. საფრანგეთი არასოდეს დაივიწყებს მის სიმამაცეს, მის გმირულ საქციელს, მის მსხვერპლად გაღებულ სიცოცხლეს“.

გუშინ, საფრანგეთის ქალაქ ტრებესში შეიარაღებული პირი მაღაზიაში შეიჭრა და მძველები აიყვანა. მძევლები მოგვიანებით გაათავისუფლეს. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 დაშავდა. თავდამსხმელი 26 წლის ჯიჰადისტი, რედუან ლაკდიმი იყო, რომლის ლიკვიდაცია სპეცოპერაციის დროს განხორციელდა.