საფრანგეთში თავდასხმა 26 წლის რედუან ლაკდიმმა განახორციელა
საფრანგეთში თავდასხმა 26 წლის რედუან ლაკდიმმა განახორციელა

საფრანგეთის ქალაქ ტრებესში თავდასხმა 26 წლის რედუან ლაკდიმმა განახორციელა, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერარდ ქოლომბმა განაცხადა.

BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება ფრანგი სამართალდამცველებისთვის მანამდეც ცნობილი იყო და გავრცელებული ინფორმაციით, კავშირში იყო ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან.

 

რა მოხდა საფრანგეთში

თავდამსხმელმა ქალაქ კარკასონეში, რომელიც ტრებესიდან რვა კილომეტრში მდებარეობს, ჯერ ავტომობილი გაიტაცა. მან მოკლა ერთი მგზავრი, დაჭრა მძღოლი და გაქცევა სცადა. თავდამსხმელს  პოლიცია დაედევნა, რა დროსაც მან ერთი სამართალდამცველი დაჭრა. ამის შემდეგ ტრებესში ჩავიდა და მაღაზია Super-U-ში შეიჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით,  თავდამსხმელი „ალაჰ აკბარ“-ს ყვიროდა და ასევე ამბობდა, რომ ეს იყო შურისძიება სირიის გამო. რამდენიმე წუთში, ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება დაიწყო. თავდამსხმელს მაღაზიაში მძევლები ჰყავდა აყვანილი და პარიზის ტერაქტის შემსრულებლის, სალეჰ აბდესლამის გათავისუფლებას ითხოვდა.

 

სპეცოპერაცია

ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, თავდამსხმელს მძევლის თავის თავზე გაცვლა შესთავაზა. მას ტელეფონი ჩართული ჰქონდა, შესაბამისად, გარეთ მყოფი სამართალდამცველები მაღაზიაში არსებულ ვითარებას აკონტროლებდნენ. პოლიციამ სროლის ხმა გაიგო და ამის შემდეგ მაღაზიაზე შტურმი განხორციელდა, რომლის დროსაც თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოხდა. მასთან ერთად მყოფი პოლიციელი კი, დაჭრილია.

დატოვე კომენტარი