საფრანგეთის ქალაქ ბრესტში, მეჩეთთან იმამსა და მის თანმხლებ პირს ცეცხლი გაუხსნეს

00:51, 28.06.2019

საფრანგეთის ქალაქ ბრესტში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ მეჩეთთან იმამსა და მის თანმხლებ პირს ცეცხლი გაუხსნა და ადგილიდან მიიმალა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

თავდასხმიდან მალევე სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მეზობელ დასახლებაში გარდაცვლილი იპოვეს. მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული. პოლიცია სუიციდის ვერსიას განიხილავს.

იმამზე თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი