თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთში მძევლები აიყვანა, ლიკვიდირებულია  
თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთში მძევლები აიყვანა, ლიკვიდირებულია  

საფრანგეთის ქალაქ ტრებესში მდებარე მაღაზიაზე თავდამსხმელი, ლიკვიდირებულია.

ევრონიუსის ინფორმაციით, მაღაზიაზე პოლიციამ შტურმი განახორციელა.

ქალაქ ტრებესში შეიარაღებული პირი მაღაზიაში შეიჭრა და მძველები აიყვანა. მძევლები მოგვიანებით გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი და არიან დაჭრილები. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო და მაღაზიაში შესვლამდე „ალაჰ აკბარს“ სკანდირებდა. Sky News Arabia-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.