პოლიციამ საფრანგეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი მოკლა
პოლიციამ საფრანგეთში დანით შეიარაღებული მამაკაცი მოკლა

საფრანგეთის ქალაქ მარსელში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციამ მოკლა.

ევრონიუს“-ის ინფორმაციით, მარსელის ცენტრში ფეხით მოსიარულეებზე თავდასხმის შემდეგ, მამაკაცს პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელმა დანა დააგდო, იარაღი ამოიღო და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.

საპასუხო სროლისას, თავდამსხმელი დაიჭრა და მოგვიანებით დაიღუპა. სამართალდამცველები არ დაშავებულან.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ 36 წლის თავდამსხმელი წვრილმანი დანაშაულის ჩადენისთვის იყო ცნობილი, თუმცა ეროვნული პოლიციის რადარზე არ იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი