ემანუელ მაკრონი - მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში, ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან, ერი შოკირებულია
ემანუელ მაკრონი - მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში, ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან, ერი შოკირებულია

საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა.

„აბსოლუტურად მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში. ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. მთელი ერი შოკირებულია. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ისევე როგორც მათი ოჯახები და ის ადამიანები, ვინც ადგილზე პირველი მივიდა“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

საფრანგეთში, ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრა, მათ შორის არიან ბავშვები. პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა.