საფრანგეთი და ესპანეთი ხუან გუაიდოს ვენესუელის პრეზიდენტად აღიარებენ იმ შემთხვევაში, თუკი რვა დღეში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნება
საფრანგეთი და ესპანეთი ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებენ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში ვადმდელი რვა დღეში საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნება.
როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესი განაცხადა, ლათინური ამერიკის ქვეყანაში გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები აუცილებლად უნდა გაიმართოს. ამისთვის კი ნიკოლას მადუროს რვა დღე აქვს.
ამავე შინაარსის განცხადება მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გააკეთა.
შეგახსენებთ, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს მთავარი ოპონენტი, ხუან გუაიდო უკვე ათმა სახელმწიფომ აღიარა. მათ შორის არის საქართველოც.