საფრანგეთი და ესპანეთი ხუან გუაიდოს ვენესუელის პრეზიდენტად აღიარებენ იმ შემთხვევაში, თუკი რვა დღეში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნება

16:12, 26.01.2019

საფრანგეთი და ესპანეთი ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებენ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში ვადმდელი რვა დღეში საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნება.

როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესი განაცხადა, ლათინური ამერიკის ქვეყანაში გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები აუცილებლად უნდა გაიმართოს. ამისთვის კი ნიკოლას მადუროს რვა დღე აქვს.

ამავე შინაარსის განცხადება მიკრობლოგ Twitter-ის საშუალებით საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გააკეთა.

შეგახსენებთ, ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ნიკოლას მადუროს მთავარი ოპონენტი, ხუან გუაიდო უკვე ათმა სახელმწიფომ აღიარა. მათ შორის არის საქართველოც.

მსგავსი