დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდოს თეთრ სახლში უმასპინძლა
დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდოს თეთრ სახლში უმასპინძლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელას დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს თეთრ სახლში უმასპინძლა.

გუაიდო სპეციალურად მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლას.

კონგრესის წევრებისადმი მიმართვისას დონალდ ტრამპმა ხუან გუაიდოს ვენესუელას ნამდვილი და ლეგიტიმური პრეზიდენტი უწოდა, რასაც დარბაზში როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის სწრაფვას დემოკრატიისკენ. მან ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური მმართველი და ტირანი უწოდა.