კარაკასში ნიკოლას მადუროს მომხრეებმა ოპოზიცია პარლამენტში არ შეუშვეს
კარაკასში ნიკოლას მადუროს მომხრეებმა ოპოზიცია პარლამენტში არ შეუშვეს

კარაკასში ნიკოლას მადუროს მომხრეებმა ოპოზიცია ხუან გუაიდოს ხელმძღვანელობით პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.

გუაიდო ეროვნული ასამბლეის სასახლეში ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომის გამართვას გეგმავდა, თუმცა, შენობასთან მიახლოებისას ოპოზიციონერების ავტოკოლონას ნიკოლას მადუროს მომხრეები თავს დაესხნენ. მათ მძიმე საგნებით მანქანის მინები ჩაამსხვრიეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისმოდა სროლის ხმაც.

თავდასხმის გამო ხუან გუაიდომ თანამოაზრეებთან ერთად ეროვნული ასამბლეის სასახლის ტერიტორია დატოვეს. ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა საპარლამენტო სესია ცალკე, დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში გამართეს.

„დიქტატურა ეფუძნება სამხედროებს, რომლებსაც მიტაცებული აქვთ ფედერალური საკანონმდებლო სასახლე“, – დაწერა მოგვიანებით ხუან გუაიდომ „ტვიტერში“.

5 იანვარს ხუან გუაიდო, რომელსაც ეროვნული ასამბლეის სპიკერის ვადა ეწურებოდა, უსაფრთხოების ძალებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. გუაიდომ ოპოზიცის მონაწლეობით სესია სხვაგან ჩაატარა, სადაც 100-მდე კანონმდებელმა ის სპიკერად აირჩია. ორი დღის შემდეგ გუაიდომ ეროვნული გვარდიის კორდონი გაარღვია, პარლამენტის შენობაში შესვლა მოახერხა და ფიცი დადო. თუმცა, ნიკოლას მადურომ სპიკერის პოსტზე დეპუტატი ლუის პარა დაამტკიცა.