ბრიტანეთის მთავრობამ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად ცნო
ბრიტანეთის მთავრობამ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად ცნო

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტად ცნო. ინფორმაციას „ექსპრეს ენდ სტარი“ ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, მისი უდიდებულესობის მთავრობა ნიკოლას მადუროს ვენესუელის პრეზიდენტად აღარ აღიარებს და ხუან გუაიდოს პრეზიდენტის მოვალეობის კანონიერ შემსრულებლად ცნობს.

გაერთიანებული სამეფოს უზენაეს სასამართლოში ვენესუელის ცენტრალური ბანკის მიერ წამოყენებული მოთხოვნა განიხილებოდა, რომლითაც ვენესუელის მხარე დიდი ბრიტანეთის ეროვნული ბანკის საცავებში შენახული ვენესუელას საკუთრებაში მყოფ ოქროს დაბრუნებას ითხოვს.

დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ოქროს დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც 800 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქრო გაეროს განვითარების ფონდს გადაეცემა, რათა ვენესუელას სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.

გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად 2019 წლის იანვარში გამოაცხადა.