აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხუან გუაიდოს ბიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხუან გუაიდოს ბიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს ვენესუელაში ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს ბიძის დაკავების გამო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ინფორმააციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ხუან გუაიდოს ბიძა ხუან ხოსე მარკესი სამშაბათს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ვენესუელაში სამკვირიანი საერთაშორისო ტურიდან დაბრუნდა. ის ხუან გუაიდოსთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად ედება პორტუგალიის რეისზე ასაფეთქებელი მასალის ატანა და კონტრაბანდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ლისაბონის აეროპორტში გუაიდოს ბიძამ მკაცრი შემოწმება გაიარა და შეუძლებელი იყო, მას თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა აეტანა.

ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით მმართველად მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყანა აღიარებს, მათ შორისაა საქართველოც.