ხუან გუაიდო მაიკ პომპეოს დღეს კოლუმბიაში შეხვდება
ხუან გუაიდო მაიკ პომპეოს დღეს კოლუმბიაში შეხვდება

ვენესუელის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ხუან გუაიდო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს დღეს კოლუმბიაში შეხვდება.

მიუხედავად ქვეყნიდან გასვლაზე არსებული აკრძალვისა, ხუან გუაიდო კოლუმბიაში მაინც გაემგზავრა, სადაც კოლუმბიის პრეზიდენტს, ივან დუკს შეხვდა.

„ჩვენ გავაძლიერებთ საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ვენესუელა“, – განაცხადა ხუან გუაიდომ კოლუმბიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი უკვე სამი წელია, გრძელდება. ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო, ვენესუელა 4,5 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

2019 წელს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. მას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიოს თითქმის 50 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც.