ხუან გუაიდოს ოფისი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს
ხუან გუაიდოს ოფისი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის ოფისი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. ამის შესახებ ინფორმაციას ვენესუელას საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი წევრები ავრცელებენ.

ისინი აცხადებენ, რომ ვენესუელას უსაფრთხოების სამსახურის წევრებმა ხუან გუადიოს ოფისი გაჩხრიკეს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ისმაელ ლეონი გაიტაცეს.

ვენესუელაში სიტუაცია გასული წლის იანვრიდან დაძაბულია. ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, თავი ვენესუელას დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.ხუან გუადოს მხარი აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ, ლათინური ამერიკის სახელმწიფოების ნაწილმა და საქართველომ დაუჭირეს.