რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება. სამი პაციენტიდან ორი კოვიდინფიცირებულია.
როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა, დღეს შუალედური ტესტირება კორონავირუსზე ჩაუტარდება 70 წლის კოვიდინფიცირებულ მამაკაცს. მამაკაცი 16 ივნისიდან მკურნალობს რუხის საავადმყოფოში და მას საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.
ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.