სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა ერთი კოვიდდადასტურებული პაციენტი.

რეგიონში დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევები ძირითადად ადრე გამოვლენილი კოვიდინფიცირებულების კონტაქტებია, თუმცა როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ, ასევე არის ინფიცირების უცნობი წყაროებიც.

ამ დროისთვის, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 153 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის 73 პაციენტის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 64 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში იმყოფება 162 მოქალაქე.