რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ რამდენიმე პაციენტმა დატოვა

21:56, 30.11.2020

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს კორონავირუსისგან 12-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

ამ დროისთვის რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 148 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, სამი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. დღის განმავლობაში კლინიკაში შეიყვანეს ხუთი კოვიდინფიცირებული, მათგან სამი ზუგდიდის მკვიდრია, ხოლო  ორი წალენჯიხის.

მსგავსი