ეკატერინე ტიკარაძე - რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც ყველაზე მთავარ ფასეულობაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის
ეკატერინე ტიკარაძე - რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც ყველაზე მთავარ ფასეულობაზე, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ გამართა.

უწყების ხელმძღვანელმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, მრავალპროფილურ საავადმყოფოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილ 159 ადამიანს უმკურნალეს.

„სწორედ აქ, 2020 წელს გავხსენით მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელშიც უკვე ვუმკურნალეთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ 159 ადამიანს. მიმაჩნია, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც ყველაზე მთავარ ფასეულობაზე – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის. აქ   გავლებული ყველა პირობითი ხაზი ქარწყლდება და რჩება მთავარი – მხარდაჭერა, ზრუნვა და ერთიანობა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დატოვე კომენტარი