რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული მკურნალობს

11:38, 26.06.2020

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება. სამი პაციენტიდან ორი კოვიდინფიცირებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ განაცხადა, დღეს შუალედური ტესტირება კორონავირუსზე ჩაუტარდება 70 წლის კოვიდინფიცირებულ მამაკაცს. მამაკაცი 16 ივნისიდან მკურნალობს რუხის საავადმყოფოში და მას საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.

​ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი