რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 150 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
21:58, 16.11.2020
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 150 კოვიდდადასტურებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 64 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კლინიკა დღეს დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა, ხოლო 13 პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. სხვა კლინიკაში გადაიყვანეს ერთი პაციენტი.