რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს რვა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს რვა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 151 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

დღის განმავლობაში კლინიკაში შეიყვანეს 12 ახალი პაციენტი, მათ შორის, ცხრა პაციენტი ზუგდიდის მკვიდრია, ორი წალენჯიხის და ერთი ფოთის.

დღეს გამოჯანმრთელდა რვა კოვიდდადასტურებული პაციენტი და მათ უკვე დატოვეს კლინიკა. ერთი პაციენტი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

151 კოვიდინფიცირებულიდან 50 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.