რუხის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 53-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
22:09, 13.11.2020
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 148 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 53 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ.
ამასთან, 12 პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო ორი პაციენტი სამკურნალოდ სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.