თითქმის გადაწყვეტილია, რომ მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ შაბათს, “სუპერკლასიკოში” “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩის წინა დღეს 32 წლის პორტუგალიელმა ამ კვირაში პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად. მანამდე, რონალდუ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდა მატჩისთვის და მისი თამაში “ბარსას” წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.
ამჟამად, “რეალის” მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის განკარგულებაში ყველა მოთამაშეა, ტრავმირებული მეკარის ლუკა ზიდანის გარდა.
“რეალისა” და “ბარსელონას” შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.