ლეო მესი - რონალდუ ჩემთან ერთადაა
ლეო მესი - რონალდუ ჩემთან ერთადაა

კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერმა, ლეო მესიმ მედიასთან საუბარში მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

სიაში კრისტიანო რონალდუ ვერ მოხვდა, არგენტინელის თქმით ის ხუთეულში არ გაიყვანა, რადგან პორტუგალიელი მასთან ერთადაა.

„ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩემ გარდა? ნეიმარი, მბაპე, აზარი, სუარესი, აგუერო. რონალდუ? ის ჩემთან ერთადაა და გამოვრიცხე ამ სიიდან“, – განაცხადა მესიმ.