მესი რონალდუს წინააღმდეგ - 602:601
მესი რონალდუს წინააღმდეგ - 602:601

გასული საფეხბურთო უქმეების შემდეგ, „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ საკლუბო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით გაუსწრო „იუვენტუსის“ ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს.

ესპანეთის ჩემპიონატში „ეიბართან“ შესრულებული დუბლის შემდეგ, მესის ანგარიშზე 602 გოლია 686 მატჩში. რონალდუს 804 მატჩში 601 გოლი დაუგროვდა.

ორივე ფეხბურთელმა წლევანდელი სეზონის მიწურულს გაიტანა მე-600 გოლი კარიერაში. პირველმა ეს პორტუგალიელმა გააკეთა, ხოლო რამდენიმე დღეში მას არგენტინელმა მიბაძა.

მიმდინარე სეზონის დასრულებამდე, ფეხბურთელებს თითო მატჩი აქვთ ჩასატარებელი. „ბარსელონა“ ესპანეთის თასის ფინალში შეხვდება „ვალენსიას“, „იუვენტუსს“ კი სერია A-ს ბოლო ტური ელოდება „სამპდორიას“ წინააღმდეგ.