„რეალის“ ანტირეკორდი
„რეალის“ ანტირეკორდი

ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის „რეალი“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ჟირონასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში, „ლოს ბლანკოსმა“ საკუთარ თავზე მეშვიდე მარცხი იწვნია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 2008-2009 წლის სეზონზე დაფიქსირდა. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ შემოუერთდა მადრიდელებს კრიშტიანუ რონალდუ.

მას მერე, რაც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მადრიდის „რეალში“ დაიწყო ასპარეზობა, გუნდს „ლა ლიგაში“ შვიდი წაგება არასოდეს ჰქონია.

ამ მომენტისათვის, „ლა ლიგის“ სატურნირო ცხრილში „თეთრები“ მესამე ადგილზე არიან 45 ქულით.